S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონში მოწინავეა – სებ

S&P Global Ratings-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა რეგიონში მოწინავეა – სებ

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, S&P Global Ratings-მა საბანკო სექტორის რისკის შეფასების მორიგი განახლება გამოაქვეყნა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.

მათივე ცნობით, ეკონომიკისა და საბანკო სექტორის რისკების საერთო შეფასების მიხედვით, საქართველო ქვეყნების მეშვიდე ჯგუფში მოხვდა, რაც, ყაზახეთთან ერთად, საუკეთესოა რეგიონში.

„ანგარიშში გავლენიანი სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევს ინსტიტუციურ ჩარჩოს საქართველოში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში. პუბლიკაციის მიხედვით, პორტფელში IFRS Stage 3 სესხების წილის მხრივ ქართული ბანკების აქტივების ხარისხი საუკეთესოა რეგიონში, ამასთან საკრედიტო რისკის ხარჯიც მინიმალურია, რასაც, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ გარემოსთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც მარეგულირებლის, ეფექტიანი მუშაობაც განაპირობებს. ასევე, ანალიტიკოსები მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის მმართველობა გაძლიერებას განაგრძობს. სარეიტინგო სააგენტო S&P მოელის, რომ საქართველო, როგორც ნოვატორი რეგიონში, ევროდირექტივასთან კიდევ უფრო დააახლოებს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 16.6%-ით გაიზარდა და 282.64 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – სებ

იანვარში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 16.6%-ით გაიზარდა და…

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282.64 მლნ აშშ დოლარი (761.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 16.6%-ით (40.2…
სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმა

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს „თოლიკეთი“ დააჯარიმა. 9 თებერვალს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია 3 000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი ანგარიშვალდებული პირის მიერ…
ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს – სებ

ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და…

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ძროხის ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს, (ჯამში 3.4 პპ-ით) – ამის…